Sunday, March 29, 2015

1. პროექტის სახელწოდება:   ,,ხევსურეთი და ხევსურები"
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა)1–2 წინადადებით   მოსწავლეები გაეცნობიან ხევსურეთის ისტორიას და პრობლემებს.
3.პროექტის აქტუალობა:  პროექტის საშუალებით მოსწავლეები გაეცნობიან  ამ კუთხის მცხოვრებთა ყოფა ცხოვრებას,და განვითარების რა საფეხუზე დგას.
4.პროექტის მიზნები: როგორი ბუნებრივი  ადგილმდებარეობა გააჩნია, რა პრობლემებს უქმნის ადგილმდებარეობა ადგილობრივ მოსახლეობას, რომელი ტრადიციების მატარებელია ეს კუთხე, რა საქმიანობას მისდევენ.
5. მონაწილეთა ასაკი:  IX-XII   კლასები
6.ვადები/ხანგრძლივობა:  1-2 თვე
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:  მოსწავლეები საუბრობენ ხევსურეთის ისტორიაზე ,აანალიზებენ ადგილობრივ მცხოვრებთა პრობლემებს,მსჯელობენ პრობლემის გადაჭრის გზებზე : ქსოვენ წინდებს ,ქარგავენ ,
ქმნიან ფოტო ალბომს ექსკურსიაზე ყოფნის დროს გადაღებული სურათებით.
8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:   სურათები,ვიდეო რგოლები,სახელმძღვანელო,პროექტორი.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):  სასწავლო ექსკურსიის მოწყობა ცოდნის გასაღრმავებლად ,როგორ პირობებში უწევთ ცხოვრება,რა საფრთხის წინაშე
დგას საქართველოს მაღალმთიანი კუთხეები,რტომ ცარიელდება მაღალმთიანი კუთხის სოფლები,რა არის საჭირო იმისთვის რომ ეს საფრთხე ავიცილოთ თავიდან.
ვიდეორგოლების საშუალებით მოსწავლეები გაეცნობიან რა ტრადიციებია შემორჩენილი ხევსურეთში:  დოღი, ხატობა ხევსურეთში შესაბამისი რიტუალებით.
მოსწავლეები მოაწყობენ გამოფენას ხევსურული ნაკეთობები:  მოქსოვილი წინდები,
მოქარგული წინსაფრები ,ჩანთები,ხურჯინი,დაკერილი პერანგები
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
  გეოგრაფია,ისტორია,ხელოვნება,ი.ს.ტ ( გამოუმუშავდებათ ცოდნა ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების,პრეზენტაციის მოწყობის)
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):  ია ზარიძე
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  iazaridze75@gmail.com
13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: http://iazaridze.blogspot.com/